3 წლის წინ
"ისინი ჩვენს ხელში იყვნენ თუმცა..." - რა უთხრა ჩავიმ ფეხბურთელებს "კლასიკოს" შემდეგ

ავტორი
Aa
Diario AS-ის ჟურნალისტმა ხავი მიგელმა, რომელიც "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელის გარემოცვასთანაა დაახლოებული, ჩავის მიერ წაგებული "კლასიკოს" შემდეგ ფეხბურთელებთან გაჟღერებული მიმართვა გაგვაცნო.
"სრულიად მესმის თქვენი სიბრაზის, რადგან მეც გაბრაზებული ვარ. პირველ ტაიმში ისინი ჩვენ ხელში იყვნენ, თუმცა მას მერე, რაც ანგარიში 0:2 გახდა, ავირიეთ.
ახლა წამოდგომა გვჭირდება. სინანულის დრო არ არის, ჩვენ დიდებული სეზონი გვაქვს და ლა ლიგის მოგება საბოლოო ჯილდოა.
ეს ტიტული ჩვენ გამარჯვებას გვაგრძნობინებს. იმ გამარჯვებას, რომლისთვისაც პირველივე დღიდან ვიბრძოდით," - უთქვამს "მაესტროს" თავისი შეგირდებისთვის.
შეგახსენებთ, რომ ამ გამარჯვებით "რეალმა" კოპა დელ რეის ფინალის საგზური მოიპოვა, სადაც მეტოქე "ოსასუნა" იქნება.
Facebook კომენტარები
ჩვენ გირჩევთ
11 თვის წინ
კვარამ რონალდუ არ დაივიწყა - რა გააკეთა ხვიჩა კვარაცხელიამ ჩემპიონთა ლიგის მოგების შემდეგ
11 თვის და 1 კვირის წინ
“მადრიდის რეალის მსგავსი არაფერია” - კარლო ანჩელოტი
11 თვის და 1 კვირის წინ
რატომ არ გამოიძახა ენდრიკი კარლომ ნაკრებში - ანჩელოტის პასუხი
11 თვის და 1 კვირის წინ
ცნობილია, სად გააგრძელბს კრიშტიანუ რონალდუ კარიერას