10 თვის და 1 კვირის წინ

"რეალის" ლიდერების საგანგებო შეხვედრა - მთავარი სასაუბრო თემა გუნდის სუპერვარსკვლავი იყო

ავტორი
Aa
ერთა ლიგის მესამე ტურის შეხვედრაში საფრანგეთის ნაკრები ისრაელს დაუპირისპირდა და დამაჯერებლად, 1:4 იმარჯვა.
ამ მატჩში მონაწილეობა არ მიუღია მადრიდის "რეალის" ახალწვეულს, კილიან მბაპეს, რომელიც მოგვიანებით ისრაელის ერთ-ერთ კლუბში შენიშნეს.
ამ ფაქტიდან რამდენიმე საათში კი, ესპანური გრანდის წარმომადგენლებმა საგანგებო შეხვედრა ჩანიშნეს, სადაც საუბარი კილიანის მდგომარეობაზე და მის დისციპლინასთან არსებულ პრობლემებზე შედგა - ინფორმაციას BBC-ის რეპორტიორი, რომაინ მოლინა ავრცელებს.
შეგახსენებთ, რომ "სამეფო კლუბმა" ახალგაზრდა შემტევი ზაფხულში უფასოდ დაიმატა. ამ სეზონში მბაპემ "ბლანკოსის" მაისურით ყველა ტურნირზე ჯამში 11 შეხვედრა ჩაატარა, 7 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა გააკეთა.
Facebook კომენტარები
ჩვენ გირჩევთ
2 თვის და 2 კვირის წინ

კვარამ რონალდუ არ დაივიწყა - რა გააკეთა ხვიჩა კვარაცხელიამ ჩემპიონთა ლიგის მოგების შემდეგ
2 თვის და 2 კვირის წინ

“მადრიდის რეალის მსგავსი არაფერია” - კარლო ანჩელოტი
2 თვის და 2 კვირის წინ

რატომ არ გამოიძახა ენდრიკი კარლომ ნაკრებში - ანჩელოტის პასუხი
2 თვის და 2 კვირის წინ

ცნობილია, სად გააგრძელბს კრიშტიანუ რონალდუ კარიერას