2 წლის და 3 თვის წინ

"პერესს ერთხელ ვესაუბრე, "რეალთან" კარგი ურთიერთობა მაქვს" - რა განაცხადა ჰოლანდის აგენტმა

ავტორი
Aa
"მაჩესტერ სიტის" ცენტრ-ფორვარდის, ერლინგ ჰოლანდის აგენტმა, რაფაელა პიმენტამ მედიასთან საინტერესო რამ განაცხადა.
კერძოდ, ბრაზილიელმა საფეხბურთო აგენტმა კომენტარი მადრიდის "რეალზე" გააკეთა.
"ფლორენტინო პერესს სულ ერთხელ ვესაუბრე. ასევე ვიცნობ ხოსე ანხელ სანჩესსა და მიგელ კალფატს. მათთან კარგი ურთიერთობა მაქვს.
"ვფიქრობ, რომ ისინი სერიოზულები, თავმდაბლები არიან და კლუბისთვის მნიშვნელოვან საქმეს აკეთებენ", - განაცხადა რაფაელამ.
აქვე გეტყვით, რომ ნორვეგეილი თავდასმხმელი აქამდე "ბლანკოსთან" არაერთხელ დააკავშირეს და არ არის გამორიცხული, რომ მსგავსი შემთხვევები მიმდინარე წლის ზაფხულშიც ვიხილოთ.
Facebook კომენტარები
ჩვენ გირჩევთ