2 წლის და 3 თვის წინ
"რეალმა" ბენზემას შემცვლელს მიაგნო - საინტერესო ვარიანტი
"რეალმა" ბენზემას შემცვლელს მიაგნო - საინტერესო ვარიანტი
ავტორი
Aa

ცნობილმა გამოცემა "Relevo"-მ მადრიდის "რეალის" შესახებ ახალი ინფორმაცია გაავრცელა.

წყაროს ცნობით, "ბლანკოსმა" კარიმ ბენზემას შემცვლელს ლა ლიგაში მიაგნო.

საუბარია მადრიდელთა ყოფილ მოთამაშეზე, ხოსელუზე, რომელიც მიმდინარე სეზონში არაჩვეულებრივად გამოიყურება.

ამჟამად, ესპანელი თავდამსხმელი "ესპანიოლის" ღირსებას იცავს და ამ სეზონში ლა ლიგაში 15 გოლი გაიტანა.

ასე რომ, საინტერესო იქნება გაიბრძლებენ თუ არა "თეთრები" ხოსელუს დაბრუნებისთვის.


Facebook კომენტარები