2 წლის და 1 თვის წინ

რონალდუს "ალ-ნასრის" დატოვება სურს - "რეალი" შეთავაზებისთვის მზადაა

ავტორი
Aa
ცნობილმა გამოცემა "El Nacional"-მა კრიშტიანუ რონალდუსთან დაკავშირებით საინტერესო ინფორმაცია გაავრცელა.
წყაროს ცნობით, პორტუგალიელი თავდამსხმელი ახალ კლუბს, ქვეყანასა და მის კულტურას კარგად ვერ შეეწყო, რის გამოც მას "ალ-ნასრის" დატოვება სურს.
ზემოთაღნიშნული გამოცემა ასევე ამატებს, რომ მადრიდის "რეალი" მზადაა, 38 წლის თავდამსხმელი "სამეფო გუნდში" დააბრუნოს, თუმცა არა ფეხბურთელად.
როგორც ირკვევა, თუ კრიშტიანუ "ბლანკოსში" დაბრუნებას გადაწყვეტს, ის ან კლუბის ელჩი გახდება, ან ხელმძღვანელობაში გარკვეულ თანამდებობას დაიკავებს.
შეგახსენებთ, რომ რონალდუმ "მანჩესტერ იუნაიტედი" გასული წლის ნოემბერში დატოვა და "ალ ნასრს" მიაშურა.
Facebook კომენტარები
ჩვენ გირჩევთ
1 თვის წინ

კვარამ რონალდუ არ დაივიწყა - რა გააკეთა ხვიჩა კვარაცხელიამ ჩემპიონთა ლიგის მოგების შემდეგ
1 თვის წინ

“მადრიდის რეალის მსგავსი არაფერია” - კარლო ანჩელოტი
1 თვის წინ

რატომ არ გამოიძახა ენდრიკი კარლომ ნაკრებში - ანჩელოტის პასუხი
1 თვის და 1 კვირის წინ

ცნობილია, სად გააგრძელბს კრიშტიანუ რონალდუ კარიერას