2 წლის და 1 თვის წინ

ცნობილია - რამდენ მატჩიანი დისკვალიფიკაცია მიიღო ვინისიუსმა

ავტორი
Aa
როგორც მოგეხსენებათ, 21 მაისს მადრიდის "რეალი" "მესტალიაზე" "ვალენსიას" ესტუმრა და "ღამურების" წინააღმდეგ 1:0 დამარცხდა.
შეხვედრის ბოლო წუთზე ვინისიუსს ჟუნიორი მეტოქის გუნდის გულშემატკივრებს დაუპირისპირდა, რამაც მოედანზე ჩხუბი გამოიწვია.
ემოციების ვერ გაკონტოროლების გამო კი ბრაზილიელმა ვინგერმა წითელი ბარათი მიიღო.
Carrusel Deportivo-ის ინფრომაციით, 22 წლის შემტევმა 2-მატჩიანი დისკვალიფიკაცია მიიღო, რის გამოც ის "ბლანკოსს" "რაიოასა" და "სევილიას" წინააღმდეგ გამოაკლდება.
აქვე გეტყვით, რომ ვინი, უდიდესი ალბათობით, გუნდს 4 ივნისს, "ბილბაოს ატლეტიკთან" თამაშში დაუბრუნდება.
Facebook კომენტარები
ჩვენ გირჩევთ