2 წლის და 3 თვის წინ
კვარა: "ფეხბურთში რასიზმის ადგილი არ არის, ვინი, შენს გვერდით ვართ"
კვარა: "ფეხბურთში რასიზმის ადგილი არ არის, ვინი, შენს გვერდით ვართ"
ავტორი
Aa

ლა ლიგის წინა ტურში "მესტალიაზე" მადრიდის "რეალსა" და "ვალენსიას" შორის დაძაბული და ემოციებით აღსავსე მატჩი შედგა. 

მოგეხსენებათ, შეხვედრა ფანების რასისტული შეძახილებით დასრულდა, რასაც გიორგი მამარდაშვილისა და ვინისიუს ჟუნიორის ჩხუბიც დაემატა. 

ამასთან დაკავშირებით პოსტი "ნაპოლის" ქართველმა შემტევმა, ხვიჩა კვარაცხელიამაც გამოაქვეყნა. 

"მე და ეს ბიჭი ბავშვობიდან ერთად მოვდივართ, ერთად ვცხოვრობდით აკადემიაში, სადაც პირველ ნაბიჯებს ვდგამდით ფეხბურთში, ჩემზე კარგად ცოტამ იცის თუ რას იზამს ის მეგობრის და თანაგუნდელის დასაცავად და დასახმარებლად. გიორგი დიდი გულის ბიჭი, კარგი ადამიანი და ასეთივე მეკარეა. ის მხოლოდ თანაგუნდელს იცავდა. 

"ფეხბურთში რასიზმის ადგილი არ არის, ვინი, შენს გვერდით ვართ და ყველა ერთად უნდა ვებრძოლოთ რასიზმს..", - წერს ხვიჩა. 


Facebook კომენტარები