2 წლის და 2 თვის წინ
აზარი კარიერის დასრულების ვარიანტს განიხილავს
აზარი კარიერის დასრულების ვარიანტს განიხილავს
ავტორი
Aa

როგორც მოგეხსენებათ, უკვე ოფიციალურად დადასტურდა, რომ ედენ აზარი მადრიდის "რეალს" ტოვებს.

4 წლიანი მადრიდული კარიერის შემდეგ, მხარეებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ თანამშრომლობა შეწყდეს.

გავრცელებული ცნობების თანახმად, ბელგიელი კარიერის დასრულების ვარიანტსაც კი განიხილავს.

არანხა როდრიგესი წერს, რომ მას შემოთავაზებები აქვს MLS-დან, კერძოდ, კი ვანკუვერიდან.

მათ აზარის დამატების სურვილი გამოთქვეს, თუმცა სხვა დეტალები ჯერ არ გარკვეულა.


Facebook კომენტარები