

როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს ნაკრებისა და “ნაპოლის” 22 წლის ფეხბურთელი, ხვიჩა კვარაცხელია მიმდინარე სეზონში საოცარ ფორმაშია. კვარამ ძალიან ბევრი გულშემატკივარი აღაფრთოვანა.
La Gazzeta Dello Sport-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მადრიდის “რეალი” ხვიჩა კვარაცხელიას შეძენით ინტერესდება.
“სამეფო კლუბი” მზად არის, რომ ქართველ ფეხბურთელში 100 მილიონი ევრო გადაიხადოს. ტრანსფერის მთავარი შემოქმედი კი კარლო ანჩელოტი გახლავთ.
საგულისხმოა ისიც, რომ “ნაპოლი” ხვიჩა კვარაცხელია გაყიდვას არ აპირებს. მეტიც, “პარტენოპეის” პრეზიდენტი, აურელიო დე ლაურენტისი ქართველი თავდამსხმელისთვის ახალი კონტრაქტის შეთავაზებას გეგმავს.
ცნობისთვის, ხვიჩა კვარაცხელიამ მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 42 შეხვედრაში 14 გოლი გაიტანა და ამავე რაოდენობის საგოლე გადაცემა შეასრულა.



