2 წლის და 2 თვის წინ
ფასი ცნობილია - რა თანხად დათმობს "ნაპოლი" კვარაცხელიას
ფასი ცნობილია - რა თანხად დათმობს "ნაპოლი" კვარაცხელიას
ავტორი
Aa

როგორც მოგეხსენებათ, ქართველ ტალანტი, ხვიჩა კვარაცხელი მადრიდის "რეალს" არაერთხელ დაუკავშირეს.

აღნიშნულთან დაკავშირებით, გამოცემა "Calcio Napoli" ახალ ინფორმაციას აქვყენებს, სადაც დე ლაურენტისის მიერ მოთხოვნილი თანხა სახელდება.

წყაროს ცნობით, ესპანური გიგანტის ინტერესი რეალურია, "ბლანკოსი" ფეხბურთელზე ინფორმაციას მუდმივად აგროვებს, თუმცა "ნაპოლი" ქართველს მარტივად არ დათმობს, დე ლაურენტისი ხვიჩაში კოლოსალურ თანხას, 150 მილიონ ევროს ითხოვს, მისი დიდი სურვილია, რომ კვარამ კარიერა ნეაპოლურ კლუბში გააგრძელოს.

ყველას მოეხსენება, რომ ხვიჩას საოცნებო გუნდი სწორედ "რეალია", მას არერთხელ აღუნიშნავს ეს სხვადასხვა გადაცემებსა თუ ინტერვიუებში.

როგორც ჩანს, ის ოცნების ასრულებასთან ახლოს არის, თუმცა ეს ყველაფერი ერთი ან რამდენიმე წლით გადავდდება.


Facebook კომენტარები