2 წლის და 1 თვის წინ
რა შემთხვევაში დაიმატებს "რეალი" ალფონსო დევისს
რა შემთხვევაში დაიმატებს "რეალი" ალფონსო დევისს
ავტორი
Aa

უკვე არაერთხელ დაიწერა, რომ "ბაიერნის" მარცხენა მცველმა ალფონსო დევისმა შეიძლება მადრიდის "რეალში" გააგრძელოს.

კანადელ უკანახაზელს "სამეფო გუნდთან" აქტიურად აკავშირებდნენ, თუმცა იწერებოდა, რომ ალფონსო მადრიდელთათვის მომდევნო წლის სამიზნეს წარმოადგენდა.

Diario AS-ის ცნობით, ეს სიტუაცია შეიცვალა და თუ "ბლანკოსმა" მენდის გაყიდვა მოახერხა, ისინი დევისისთვის იბრძოლებენ.

ამასთან ერთად, თავად კანადელი "ბაიერნთან" კონტრაქტის გახანგრძლივებას არ ჩქარობს, რადგან "რეალის" წინადადებას ელოდება.


Facebook კომენტარები