

მადრიდის "რეალისა" და "ლივერპულის" ყოფილ ხორვატ ფეხბურთელებს, ლუკა მოდრიჩსა და დეიან ლოვრენს ხორვატიული კანონმდებლობის მიხედვით, 5 წლიანი პატიმრობა ემუქრება.
ყველაფერი 2017 წლიდან დაიწყო, როდესაც ზაგრების "დინამოს" ყოფილ პრეზიდენტს მოდრიჩისა და ლოვრენის ტრანსფერებში კორუფციაში ედებოდა ბრალი, ამ წელს გაიმართა სასამრთლო ჩვენება სადაც ლუკა და დეიანი როგორც, მოწმეები ისე იყვნენ წარმოდგენილნი, მათ სასამართლოს ამ საქმის შესახებ ჩვენება მისცეს.
როგორც მოგვიანებით გაირკვა, მათ ბრალი სასამართლოსთვის ცრუ ჩვენების მიცემისთვის ედებათ, თუ ეს ბრალდება დამტკიცდა მათ თავისუფლების აღკვეთა 5-დან 6-წლამდე ემუქრებათ.
მთავარი ეჭვმიტანილი, დინამო "ზაგრების" ექს-პრეზიდენტი, ზდრავკო მამიჩი უკვე დაკავებულია, მას ციხეში ყოფნა 6.5 წლით ემუქრება.
რეალურად რაში ედება ლუკას ბრალი? 2017 წელს მოდრიჩმა განაცხადა, რომ მამიჩის ძმასთან კონტრაქტი 2004 წელს გააფორმა. თუმცა, თავადვე ლუკამ, სასამართლო პროცესამდე 2 წლით ადრე გამოძიებას უთხრა, რომ რეალურად, კონტრაქტი ძველი თარიღით მაშინ გაფორმდა, როცა უკვე "ტოტენჰემის" ფეხბურთელი იყო. ხორვატიის კანონმდებლობის მიხედვით, ცრუ ჩვენების მიცემა სისხლის სამართლის დანაშაულია და ის 6 თვიდან 5-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.



