2 წლის და 1 თვის წინ
"პსჟ ორად გაყოფილი და დაშლილი გუნდია..." - მბაპეს განცხადებას "პსჟ"-ში დიდი არეულობა მოჰყვა
"პსჟ ორად გაყოფილი და დაშლილი გუნდია..." - მბაპეს განცხადებას "პსჟ"-ში დიდი არეულობა მოჰყვა
ავტორი
Aa

ბოლო დროს კილიან მბაპეს ამბები მადრიდის "რეალთან" მიმართებაში საკმაოდ აქტუალურია.

დღეს ფრანგი ვარსკვლავის მორიგი ინტერვიუ გავრცელდა, რასაც დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა.

"რა სჭირდება პსჟ-ს ჩემპიონთა ლიგის მოსაგებად? არ ვიცი, ეს კითხვა მე არ მეხება. ეს იმას ჰკითხეთ, ვინც გუნდს აშენებს."

"ვფიქრობ, აქ თამაში დიდად არ მეხმარება, რადგან პარი სენ-ჟერმენი ორად გაყოფილი, დაშლილი კლუბია. ეს ჭორაობას გავს, თუმცა არ მაწუხებს, რადგან ვიცი, რასაც ვაკეთებ." - განაცხადა კილიანმა.

ფრანგის ამ კომენტარს კი კლუბში დიდი არეულობა მოჰყვა. რამდენიმე ფეხბურთელმა პრეზიდენტს დაურეკა და უთხრა, რომ ეს გუნდის მიმართ შეურაცხმყოფელია.

გარდა ამისა, ნასერ ალ-ხელაიფი ფიქრობს, რომ თუ მბაპე ამ აზრზეა, მაშინ, საერთოდ რატომ თამაშობს იგი აქ.

ეს ყველაფერი კი იმისკენ მიუთითებს, რომ სულ მალე კილიანი პარიზულ კლუბს დატოვებს.


Facebook კომენტარები