2 წლის წინ
მამარდა და მბაპე - როგორი შეიძლება იყოს "რეალის" შემადგენლობა ახალ სეზონში
მამარდა და მბაპე - როგორი შეიძლება იყოს "რეალის" შემადგენლობა ახალ სეზონში
ავტორი
Aa

მადრიდის "რეალისთვის" მიმდინარე ზაფხული ძალიან დატვირთული გამოდგა.

დაგეგმილი ტრანსფერების გარდა, კლუბს ახალი საფიქრალი გაუჩნდა. საუბარია, ტიბო კურტუას შემცვლელზე, ვინაიდან ბელგიელი მეკარე ტრავმის მთელ სეზონს გამოტოვებს.

ერთ-ერთ შესაძლო ვარიანტად მედიამ გიორგი მამარდაშვილის კანდიდატურა დაასახელა. რა გასაკვირია, რომ ყოველი ჩვენგანი ამ ტრანსფერს დიდი სიხარულით მიიღებდა, თუმცა "სამეფო გუნდი" ასევე დავიდ დე ხეას, ბონოს, კეპა არისაბალაგას და სხვა ვერსიებსაც განიხილავს, მაგრამ ფაქტია, რომ პრესა კურტუას ერთ-ერთ შემცვლელად სწორედ ქართველს ასახელებს.

კვლავ საუბრის მთავარი თემაა კილიან მბაპეს შესაძლო ტრანსფერიც. დღეს დაიწერა, რომ ფრანგს "პარი სენ-ჟერმენში" დარჩენა სურს, თუმცა აღსანიშნავია, რომ ეს ინფორმაცია ნაკლებად სანდო ჟურნალისტმა გაავრცელა, რაც იმას ნიშნავს, რომ სატრანსფერო ფანჯრის ბოლომდე არავინ იცის თუ რა მოხდება.

ასე და ამგვარად, ახალი სეზონისთვის შეიძლება "სამეფო გუნდს" საკმაოდ საინტერესო შემადგენლობა ეყოლება და არის შანსი, რომ მათ რიგებში ქართველი ფეხბურთელიც ირიცხებოდეს.

საბოლოო ჯამში ერთ-ერთი ვერსიის თანახმად "ბლანკოსის" თერთმეტეული შეიძლება ასეთი იყოს:

მამარდაშვილი, კარვახალი, ალაბა, მილიტაო, რუდიგერი, კამავინგა, ჩუამენი, ბელინგემი, როდრიგო, ვინი, მბაპე.


Facebook კომენტარები