2 წლის წინ
"არასდრის ელი, რომ ასეთი რამ შეიძლება შენ დაგემართოს..." - კურტუას პოსტი
"არასდრის ელი, რომ ასეთი რამ შეიძლება შენ დაგემართოს..." - კურტუას პოსტი
ავტორი
Aa

მადრიდის "რეალის" მეკარეს ტიბო კურტუას ტრავმის გამო მთელი სეზონი გაუცდება.

ამასთან დაკავშირებით ბელგიელი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

"არასდროს ელი, რომ ასეთი რამ შეიძლება შენ დაგემართოს, მაგრამ რას ვიზამთ, მოცემულობა უნდა მივიღოთ და ახლა დროა ყველაფერი გავაკეთო იმისთვის, რომ უფრო ძლიერი დაბრუნდე, რაც შეიძლება მალე.

"ყველას დიდ მადლობას გიხდით იმ ენერგიისთვის, სიყვარულისთვის და მხარდაჭერისთვის, რომელსაც ჩემს მიმართ გამოხატავთ. ეს დიდ მოტივაციას მაძლევს, რომ რაც შეიძლება უმოკლეს დროში დავბრუნდე." - წერს იგი.

შეგახსენებთ, რომ ტიბომ მარცხენა მუხლზე ჯვარედინი იოგები გაიწყვიტა.


Facebook კომენტარები