2 წლის წინ
კეპა არისაბალაგა "რეალში" იჯარის წესით ითამაშებს
კეპა არისაბალაგა "რეალში" იჯარის წესით ითამაშებს
ავტორი
Aa

მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მადრიდის "რეალი" ტიბო კურტუას შემცვლელად კეპა არისაბალაგას იმატებს.

როგორც იწერება, ესპანელი კიპერი ლონდონის "ჩელსიდან" მადრიდში იჯარის წესით გადმოვა და სეზონის ბოლოს კლუბს დაემშვიდობება.

რამდენიმე წყარომ უკვე დაადასტურა, რომ მხარეებს შორის შეთანხმება შედგა.

კეპა "სამეფო გუნდის" პირველი მეკარე იქნება, ლუნინი კი კვლავ სათადარიგო ვარიანტად დარჩება.


Facebook კომენტარები