2 წლის წინ
"გამიმართლა, რომ გოლი გავიდა..." - ბელინგემი გამარჯვების შემდეგ
"გამიმართლა, რომ გოლი გავიდა..." - ბელინგემი გამარჯვების შემდეგ
ავტორი
Aa

მადრიდის "რეალის" ნახევარმცველმა ჯუდ ბელინგემმა "ბილბაოსთან" გამართული შეხვედრის შემდეგ მედიასთან ისაუბრა.

"ეს რაღაც განსაკუთრებული იყო. ყველაზე მნიშვნელოვანი გამარჯვებაა. გამიმართლა, რომ გავიტანე. შესანიშნავი სტარტია."

"აქ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელებთან ერთად ვთამაშობ და ამით დიდ სიამოვნებას ვიღებ. მათ კარგად ვუგებ და რასაც ამბობენ, ყოველთვის ღიმილით ამბობენ."

"ვდომინირებდით და მეტი გოლის გატანაც შეგვეძლო. კარგად არ დამირტყავს, თუმცა ბურთი კარში მაინც შევიდა. ოდნავ გამიმართლა." - განაცხადა ბრიტანელმა.


Facebook კომენტარები