

მადრიდის "რეალისთვის" სეზონი მძიმედ იწყება. "სამეფო გუნდს" ძირითადი შემადგნელობის ორი წევრი უკვე გამოაკლდა.
ედერ მილიტაო და ტიბო კურტუა მთლიან სეზონს გამოტოვებს, რაც რა თქმა უნდა, "სამეფო გუნდისთვის" დიდი დანაკლისი იქნება.
უკვე ცნობილია, რომ ტიბოს შემცვლელად "ბლანკოსი" კეპა არისაბალაგას იმატებს, რომლის ტრანსფერსაც კლუბი მალე გააოფიციალურებს.
რაც შეეხება ედერის შემცვლელს. იწერებოდა სერხიო რამოსის შესაძლო დაბრუნებაზე, თუმცა როგორც ცნობილია, ამ პოზიციაზე "რეალი" არავის დამატებას არ განიხილავს.
ეს კი იმას ნიშნავს, რომ კარლო ანჩელოტის ამ სეზონში მხოლოდ ალაბას, რუდიგერისა და ნაჩოს გამოყენება შეეძლება.
საბოლოო ჯამში, "რეალისთვის" ოპტიმალური თერთმეტეული ასეთი იქნება.
კეპა, ფრან გარსია, ალაბა, რუდიგერი, კარვახალი, ჩუამენი, კამავინგა, ვალვერდე, ბელინგემი, ვინი, როდრიგო;



