3 წლის წინ
ანჩელოტის გეგმა - რის გატესტვას გეგმავს იტალიელი სპეციალისტი
ანჩელოტის გეგმა - რის გატესტვას გეგმავს იტალიელი სპეციალისტი
ავტორი
Aa

დღეს, გამოცემა "DiarioAS"-მა მადრიდის "რეალის" შესახებ ახალი ინფორმაცია გაავრცელა.

წყაროს ცნობით, "ბლაკოსის" მთავარმა მწრთვნელმა კარლო ანჩელტიმ საინტერესო გეგმა დასახა.

როგორც ირკვევა, იტალიელი სპეციალისტი სეზონის მეორე ნაწილში, ნახევარდაცვის ცენტრში ედუარდო კამავინგასა და ორელიენ ჩუამენის წყვილის ერთად გატესტვას გეგმავს.

მოგეხსენებათ, ედუარდო ბოლო პერიოდში საკმაოდ კარგ ფორმაში შევიდა და იგი ხშირად სასტარტო ფეხბურთელების შემცვლელად გვევლინება.

ახლა კი ფრანგს რეალური შანსი აქვს იმისა, რომ თავი გამოიჩინოს და ძირითად შემადგენლობაში ადგილი დაიკავოს.

აქვე გეტყვით, რომ სანამ დავიდ ალაბა და ფერლან მენდი ტრავმირებულნი არიან, კარლო მარცხენა მცველად სწორედ კამავინგას ათამაშებს.


Facebook კომენტარები