3 წლის და 6 თვის წინ
დაიმატებს თუ არა "რეალი" ზაფხულში მარჯვენა მცველს - ახალი ცნობები
ავტორი
Aa
როგორც მოგეხსენებათ, მადრიდის "რეალში" მარჯვენა მცველის პოზიცია ერთ-ერთი ყველაზე პრობლემატურია.
ეს დიდწილად იმითაა განპირობებული, რომ დანი კარვახალი ხშირად ტრავმიანობს და ამ პოზიციაზე თამაში ნაჩოს ან ლუკას ვასკესს უწევს, რომელიც ასევე ტრავმირებულია.
მიუხედავად ამ პრობლემებისა, Marca-ს ინფორმაციით, "სამეფო გუნდში" არ აპირებენ, რომ ზაფხულში მარჯვენა მცველი დაიმატონ.
წყაროს ცნობით, მადრიდელები ვასკესსა და კარვახალს კვლავ ენდობიან და ეს შემდეგ სეზონშიც ასე იქნება.
აქვე შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ "რეალმა" უარი ჟოაუ კანსელუზე თქვა.
Facebook კომენტარები
ჩვენ გირჩევთ
1 წლის და 2 თვის წინ
კვარამ რონალდუ არ დაივიწყა - რა გააკეთა ხვიჩა კვარაცხელიამ ჩემპიონთა ლიგის მოგების შემდეგ
1 წლის და 2 თვის წინ
“მადრიდის რეალის მსგავსი არაფერია” - კარლო ანჩელოტი
1 წლის და 2 თვის წინ
რატომ არ გამოიძახა ენდრიკი კარლომ ნაკრებში - ანჩელოტის პასუხი
1 წლის და 2 თვის წინ
ცნობილია, სად გააგრძელბს კრიშტიანუ რონალდუ კარიერას