1 წლის და 9 თვის წინ

რამდენ წუთს ითამაშებს ლევანდოვსკი "რეალთან" - ახალი ცნობები

ავტორი
Aa
რობერტ ლევანდოვსკის ძალიან უნდა, რომ "რეალთან" მატჩის განაცხადში მოხვდეს, - იუწყება Relevo-ს ჟურნალისტი, ტონი ხუანმარტი.
კლუბში აღიარებენ, რომ პოლონელი გოლეადორი 100%-ით მზად არ არის.
მიუხედავად ამისა, წყაროს თანახმად, რობერტს "კლასიკოში" შეიძლება 15-20 წუთი მაინც მიეცეს.
Diario As-ს თუ დავუჯერებთ, საერთოდ არაა გამორიცხული, 35 წლის ცენტრფორვარდი სასტარტო შემადგენლობაში მოგვევლინოს.
ჟურნალისტი ხავი მიგელი აღნიშნავს, რომ ხვალ ლევანდოვსკიმაც და ფრენკი დე იონგმაც გუნდთან ერთად უნდა ივარჯიშონ. თუ მათ ეს უმტკივნეულოდ მოახერხეს, "კლასიკოს" განაცხადშიც მოხვდებიან.
ცნობისთვის, ესპანური გრანდების ჯახი შაბათს, 18:15 საათზე დაიწყება.
Facebook კომენტარები
ჩვენ გირჩევთ
2 თვის და 2 კვირის წინ

კვარამ რონალდუ არ დაივიწყა - რა გააკეთა ხვიჩა კვარაცხელიამ ჩემპიონთა ლიგის მოგების შემდეგ
2 თვის და 3 კვირის წინ

“მადრიდის რეალის მსგავსი არაფერია” - კარლო ანჩელოტი
2 თვის და 3 კვირის წინ

რატომ არ გამოიძახა ენდრიკი კარლომ ნაკრებში - ანჩელოტის პასუხი
2 თვის და 3 კვირის წინ

ცნობილია, სად გააგრძელბს კრიშტიანუ რონალდუ კარიერას