1 წლის და 8 თვის წინ
"კვარა "რეალში" მხოლოდ ამიტომ ვერ მოხვდებოდა" - იტალიელი ჟურნალისტის განცხადება ხვიჩაზე
"კვარა "რეალში" მხოლოდ ამიტომ ვერ მოხვდებოდა" - იტალიელი ჟურნალისტის განცხადება ხვიჩაზე
ავტორი
Aa

ერთ-ერთმა იტალიელმა ჟურნალისტმა, ვინჩენცო პეცამ "მილანისა" და "ნაპოლის" მატჩამდე ქართველ ლეგიონერზე ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა.

ის ასევე კვარას მადრიდის "რეალში" ტრანსფერის საკითხს შეეხო:

"ჩემი აზრით, კვარაცხელია თავის პოზიციაზე მხოლოდ ვინისიუსს და მბაპეს ჩამორჩება, მაგრამ კაკას ნუ შევადარებთ დღეს კვარა "რეალში" მხოლოდ იმიტომ ვერ მოხვდებოდა, რომ იქ ვინისიუსია და ერთად ვერ ითამაშებენ", - აღნიშნა იტალიელმა.

აქვე შეგახსენებთ, რომ ხვიჩამ მიმიდინარე სეზონში "ნაპოლის" მაისურით 11 მატჩი ჩაატარა, სადაც 3 გოლითა და 4 საგოლე გადაემით გამოირჩა.


Facebook კომენტარები