
როგორც იცით, ლა ლიგის წინა ტურში მადრიდის "რეალი" "ვალენსიას" დაუპირისპირდა და მეტოქე 2:0 დაამარცხა.
ამ შეხვედრაში მადრიდელთა ცხრიანმა კარიმ ბენზემამ კუნთის არეში დისკომფორტი იგრძნო და მოედანი მე-60 წუთზე დატოვა.
ფრანგის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ჟურნალისტმა ხორხე პიკონმა ახალი ინფორმაცია გაავრცელა.
მისი თქმით, ფრანგი მინიმუმ კიდევ 2 შეხვედრას გამოტოვებს და გუნდს მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ფინალში დაუბრუნდება (იმ შემთხვევაში, თუ "ბლანკოსმა" ნახევარფინალური ეტაპი გაიარა).
აქვე გეტყვით, რომ აღნიშნულ ტურნირამდე "რეალი" ლა ლიგაში "მალიორკას" შეხვდება და მატჩი 5 თებერვალს გაიმართება.