1 წლის და 9 თვის წინ
მზადყოფნაში მხოლოდ 1 ნახევარმცველია - რა ხდება მადრიდში
მზადყოფნაში მხოლოდ 1 ნახევარმცველია - რა ხდება მადრიდში
ავტორი
Aa

როგორც მოგეხსენებათ, მადრიდის "რეალი" 26 ნომბერს ლა ლიგის მე-14 ტურში "კადიზს" დაუპირისპირდება. ამ დაპირისპირებისთვის "ბლანკოსს" მზადყოფნაში მხოლოდ 1 ნახევარმცველი, ტონი კროოსი ჰყავს. 

ამ ეტაპზე, ფედე ვალვერდე და ლუკა მოდრიჩი საკუთარ ნაკრებებთან ერთად არიან შეკრებაზე, ისინი კლუბში დაუსვენებლები ჩამოვლენ. 

ასევე ტრავმიდან ახლად დაბრუნებულნი არიან, ჯუდ ბელინგემი და დანი სებალიოსი. 

ხოლო რაც შეეხება, ედუარდო კამავინგას, აურელიან ჩუამენის და არდა გიულერს ისინი ტრავმირებულები არიან.


Facebook კომენტარები