1 წლის და 7 თვის წინ

"ბარსასა" და "რეალს" შორის სატრანსფერო ბრძოლა მზადდება

ავტორი
Aa
ბოლო დროს გავრცელებული ცნობებით, მადრიდის "რეალი" ბილბაოს "ატლეტიკოს" გარემარბით, ნიკო უილიამსითაა დაინტერესებული.
Sport-ის ინფორმაციით, ახალგაზრდა შემტევისთვის ბრძოლაში "ბლანკოსს" კონკურენციას კატალონიის "ბარსელონა" გაუწევს.
ნიკოს ბასკებთან კონტრაქტი სეზონის ბოლოს ეწურება, თუმცა მის გახანგრძლივებაზე საუბარი უკვე დაწყებულია.
აღსანიშნავია, რომ როგორც "თეთრები", ისე "ლურჯ-ბროწეულისფერები" ბასკური კლუბისთის შეთავაზებას ამზადებენ.
ასე და ამგვარად, საინტერესოა, შედგება თუ არა მორიგი სატრანსფერო "ელ კლასიკო".
Facebook კომენტარები
ჩვენ გირჩევთ