1 წლის და 7 თვის წინ
მომდევნო თამაშში "რეალის" მაისურებზე განსაკუთრებული წარწერა იქნება დატანილი
მომდევნო თამაშში "რეალის" მაისურებზე განსაკუთრებული წარწერა იქნება დატანილი
ავტორი
Aa

ესპანურ მედიაში ვრცელდება ცნობა, რომ მომავალ მატჩში მადრიდის "რეალის" მაისურებზე განსაკუთრებული წარწერა ეწერება.

პრესის ცნობით, "ბლანკოსის" მაისურებზე "გამოიმუშავე ეს მოედანზე"- ეს წარწერა ეწერება. ინგლისურად: "Earn it on the pitch".

როგორც იწერება, ეს ყველაფერი დაკავშირებულია იმ საქმესთან, რომელსაც ფლორენტინო პერესი აწარმოებს უეფას წინააღმდეგ, სუპერ ლიგის შექმნასთან დაკავშირებით.

აქვე შეგახსენებთ, რომ სამეფო გუნდი მომდევნო თამაშს ლა ლიგის ეგიდით, 22 დეკემბერს, 00:30 წუთზე, "ალავეშის" წინააღმდეგ გამართავს.


Facebook კომენტარები