
ბორუსიას "დორტმუნდის" ნახევარმცველსა და მადრიდის "რეალის" მთავარ სამიზნეზე ჯუდ ბელინგემზე ახალი ინფრომაცია გავრცელდა.
როგორც იწერება, ინგლისელმა "ჩელსისგან" და "პარის სენ-ჟერმენისგან" შემოთავაზებები მიიღო, თუმცა ფეხბურთელმა ორივე წინადადება დაბლოკა.
ამის მიზეზი ისაა, რომ 19 წლის ნახევარმცველის სურვილი "სამეფო გუნდის" რიგებში გადასვლაა.
აღსანიშნავია, რომ მისი დამატების ერთ-ერთი ფავორიტი "ლივერპულიცაა", თუმცა მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ინგლისელს სასურველ კლუბად მხოლოდ "ბლანკოსი" მიაჩნია, ამიტომ მისი მერსესაიდულ გუნდში ხილვა ნაკლებად სავარაუდოა.
აქვე გეტყვით, რომ ბელინგემს ბორუსიელებთან ხელშეკრულება 2025 წლის ზაფხულში უმთავრდება.