1 წლის და 7 თვის წინ
ჩუამენი ანჩელოტის დათანხმდა - რას გეგმავს კარლო
ჩუამენი ანჩელოტის დათანხმდა - რას გეგმავს კარლო
ავტორი
Aa

მიმდინარე სეზონში მადრიდის "რეალი" ტრავმებმა ძალიან ბევრჯერ შეაწუხა. 

განსაკუთრებით პრობლემური ცენტრალური მცველის პოზიციაა, სადაც დავიდ ალაბაც და ედერ მილიტაიც ტრავმირებულები არიან. 

"ბლანკოსის" მთავარ მწვრთნელს, კარლო ანჩელოტის ანტონიო რუდიგერისა და ნაჩო ფერნანდესის დუეტი არ მოსწონს და ცდილობს ახალი გეგმა დასახოს. 

იტალიელი თვლის, რომ მცველად თამაში აურელიან ჩუამენის შეუძლია და რამდენჯერმე დატესტა კიდევაც. 

როგორც მედიაში იწერება, კარლოს ფრანგი ამ პოზიციაზე თამაშს დათანხმდა. 

როგორ ჩანს, იტალიელს საკუთარი გეგმები აქვს. 


Facebook კომენტარები