2 წლის წინ
"ის თავის წუთებს მელე მიიღებს" - ანჩელოტი გიულერზე
ავტორი
Aa
როგორც მოგეხსენებათ, ლა ლიგის მე-19 ტურში მადრიდის "რეალმა" დაძაბულ ბრძოლაში "მალიორკა" დაამარცხა.
მატჩში მონაწილეობა არ მიუღია კლუბის თურქ ახალწვეულს, არდა გიულერს, რომელსაც დებიუტი ჯერაც არ ჰქონია.
ამასთან დაკავშირებით, "ბლანკოსის" მთავარმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ ისაუბრა:
"არდა ჯერ ძალიან ახალგაზრდაა, ის მხოლოდ 18 წლისაა. ის კლუბის აწმყო და მომავლია. გიულერი მშვიდადაა და დაბრუნებით ბედნიერია"
"ის თავის წუთებს ძალიან მალე მიიღებს", - თქვა იტალიელმა.
Facebook კომენტარები
ჩვენ გირჩევთ