1 წლის და 6 თვის წინ
ცნობილია - ვიხილავთ თუ არა პედრის სასტარტოში "რეალის" წინააღმდეგ
ცნობილია - ვიხილავთ თუ არა პედრის სასტარტოში "რეალის" წინააღმდეგ
ავტორი
Aa

კატალონიის "ბარსელონამ" ესპანეთის სუპერ თასის ნახევარფინალში "ოსასუნა" 2:0 დაამარცხა და მომდევნო ეტაპზე გავიდა.

აღსანიშნავია, რომ ამ თამაშში თავისი სათამაშო დრო პედრი გონსალესმაც მიიღო, რომელმაც მოედანზე 30 წუთი გაატარა.

როგორც ჩავი ერნანდესმა დაადასტურა, ესპანელი ნახევარმცველი შემდეგი შეხვედრისთვის სრულად მზად იქნება და სასტარტოდან დაწყებასაც შეძლებს.

შეგახსენებთ, რომ ფინალში "რეალისა" და "ბარსას" დაპირისპირება შედგება, რომელიც 14 იანვარს, ჩვენი დროით 23:00 საათზე გაიმართება.


Facebook კომენტარები