2 წლის წინ
"ეს მარცხი ამის ბრალი იყო" - ანჩელოტის პრესკონფერენცია "ატლეტიკოსთან" მარცხის შემდეგ
ავტორი
Aa
როგორც მოგეხსენებათ, კოპა დელ რეის 1/8-ფინალში მადრიდის "რეალი" თანაქალაქელ მადრიდის "ატლეტიკოსთან" ანგარიშით 4:2 დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა.
მატჩის შემდეგ გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ თამაში შეაფასა და წაგების მიზეზებზე ისაუბრა:
"კარგად ვითამაშეთ, თამაშში 2-ჯერ დავბრუნდით, 2-ჯერ ბურთი ძელს გავარტყით, ერთი გოლიც არ ჩაგვითვალეს"
"წავაგეთ მაშინ, როდესაც ყველაფერს ვაკონტროლებდით. ეს ბურთის ცუდად დაკარგვის და გრიზმანის შესანიშნავი მოქმედების ბრალია", - განაცხადა იტალიელმა სპეციალისტმა.
Facebook კომენტარები
ჩვენ გირჩევთ