1 წლის და 5 თვის წინ
მოდრიჩს ანჩელოტისთან მუშაობა არ სურს - ლუკა სხვა გუნდში წავა
მოდრიჩს ანჩელოტისთან მუშაობა არ სურს - ლუკა სხვა გუნდში წავა
ავტორი
Aa

მიმდინარე სეზონში მადრიდის "რეალის" ნახევარმცველს ლუკა მოდრიჩს სათამაშო დრო აღარ ეძლევა. კარლო ანჩელოტი და მისი სტაფი უპირატესობას ახალგაზრდა ფეხბურთელებს ანიჭებენ. 

ესპანურ მედიაში დაიწერა, რომ შესაძლოა მოდრიჩი სამწვრთნელო შტაბს შეერთებოდა. 

ახლა გავრცელდა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც ხორვატს კარლოსთან მუშაობა არ სურს, მას ჯერ კიდევ უნდა, რომ ფეხბურთი ითამაშოს. 

როგორც იწერება, ის ჯერ-ჯერობით სამწვრთბელო შტაბში შეერთებას არც განიხილავს. 

სავარაუდოა, რომ ივნისში ლუკა "ბლანკოსს" დატოვებს და 1-2 სეზონს სხვა კლუბში გაატარებს.


Facebook კომენტარები