10 თვის და 3 კვირის წინ

სატრანსფერო "ელ კლასიკო" - ვისი დამატება სურთ "რეალსა" და "ბარსელონას"

ავტორი
Aa
The Athletic-ის ინფორმაციით, "ბარსელონა" ერთ-ერთია ევროპის იმ რამდენიმე გრანდს შორის, რომლებიც ბრაზილიური "პალმეირასის" ცენტრალური მცველით, ვიტორ რეისით არიან დაინტერესებულნი.
18 წლის ფეხბურთელი "მწვანეების" პირველ გუნდში წელს გამოჩნდა, იქ მალევე დაიმკვიდრა თავი და უკვე 15 მატჩშიც მიიღო მონაწილეობა.
რეისს ხშირად ადარებენ ისეთ ბრაზილიელ უკანახაზელებს, როგორებიც მარკინიოსი და ედერ მილიტაო არიან.
ვიტორს "პალმეირასთან" კონტრაქტი 2028 წლის ივლისამდე აკავშირებს. მისი გამოსასყიდი თანხის ოდენობა 100 მილიონი ევროა.
მიუხედავად ამისა, "ბლაუგრანა" ახალგაზრდა მცველის სიტუაციას ყურადღებით აკვირდება. კატალონიელებს კონკურენციას მადრიდის "რეალი" და ლონდონის "არსენალი" გაუწევთ.
Facebook კომენტარები
ჩვენ გირჩევთ
2 თვის და 2 კვირის წინ

კვარამ რონალდუ არ დაივიწყა - რა გააკეთა ხვიჩა კვარაცხელიამ ჩემპიონთა ლიგის მოგების შემდეგ
2 თვის და 2 კვირის წინ

“მადრიდის რეალის მსგავსი არაფერია” - კარლო ანჩელოტი
2 თვის და 2 კვირის წინ

რატომ არ გამოიძახა ენდრიკი კარლომ ნაკრებში - ანჩელოტის პასუხი
2 თვის და 2 კვირის წინ

ცნობილია, სად გააგრძელბს კრიშტიანუ რონალდუ კარიერას