1 წლის და 5 თვის წინ
ტრანსფერი "ალ ნასრიდან" - ვის დამატებას გეგმავს "რეალი"

ავტორი
Aa
უდიდესი ტრავმიანობის ფონზე მადრიდის "რეალი" ახალ ფეხბურთელებს ეძებს.
როგორც იწერება, "სამეფო კლუბში" განსაკუთრებით ცენტრალური მცველის მოყვანა სურთ.
"Relevo"-ს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "ბლანკოსმა" მცველს "ალ ნასრში" მიაგნო.
საუბარია აიმერიკ ლაპორტიზე, რომელმაც ევროპული ფეხბურთი 2023 წლის ზაფხულში მიატოვა და აზიისკენ გაეშურა.
მიუხედავად ამისა, ესპანელი უკანახაზელი მაინც მადრიდელთა ინტერესშია და არის შანსი, რომ "თეთრებმა" მისი დამატებისთვის იანვარში გაიბრძოლოს.
ცნობისთვის, ლაპორტის "ალ ნასრისთან" კონტრაქტი 2026 წლამდე აკავშირებს.
Facebook კომენტარები
ჩვენ გირჩევთ
11 თვის წინ
კვარამ რონალდუ არ დაივიწყა - რა გააკეთა ხვიჩა კვარაცხელიამ ჩემპიონთა ლიგის მოგების შემდეგ
11 თვის წინ
“მადრიდის რეალის მსგავსი არაფერია” - კარლო ანჩელოტი
11 თვის წინ
რატომ არ გამოიძახა ენდრიკი კარლომ ნაკრებში - ანჩელოტის პასუხი
11 თვის წინ
ცნობილია, სად გააგრძელბს კრიშტიანუ რონალდუ კარიერას