1 წლის და 5 თვის წინ
კოშმარი გრძელდება - რამდენ მატჩს გამოტოვებს ვინისიუს ჟუნიორი

ავტორი
Aa
"ლეგანსეთან" გამართული მატჩის შემდეგ, მადრიდის "რეალმა" დაადასტურა, რომ ვინისიუს ჟუნიორი ტრავმირებულია. როგორც ირკვევა, ბრაზილიელი შეტევი ჩემპიონთა ლიგაზე "ლივერპულთან" გასამართ თამაშს გამოტოვებს.
ესპანური კლუბის სამედიცინო ჯგუფმა განაცხადა, რომ 24 წლის ფორვარდს რეაბილიტაციისთვის დაახლოებით 3 კვირა დასჭირდება. გუნდის გეგმაა, რომ ვინი მოედანზე 18 დეკემბრისთვის დაბრუნდეს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ბრაზილიელი ვინგერი 6 მატჩს გამოტოვებს.
აქვე გეტყვით, რომ მიმდინარე სეზონში, "რეალის" შემადგენლობაში ვინისიუს ჟუნიორის ანგარიშზე, ყველა ტურნირზე ჩატარებულ 18 მატჩში 12 გოლი და 8 ასისტია.
შეგახსენებთ, რომ "თეთრები" 13 ჩატარებული ტურის შემდეგ, ლა ლიგის სატურნირო ცხრილში 30 ქულით მეორე ადგილს იკავებენ.
Facebook კომენტარები
ჩვენ გირჩევთ
11 თვის წინ
კვარამ რონალდუ არ დაივიწყა - რა გააკეთა ხვიჩა კვარაცხელიამ ჩემპიონთა ლიგის მოგების შემდეგ
11 თვის წინ
“მადრიდის რეალის მსგავსი არაფერია” - კარლო ანჩელოტი
11 თვის წინ
რატომ არ გამოიძახა ენდრიკი კარლომ ნაკრებში - ანჩელოტის პასუხი
11 თვის წინ
ცნობილია, სად გააგრძელბს კრიშტიანუ რონალდუ კარიერას