2 წლის და 11 თვის წინ
როდის დაუბრუნდება მენდი გუნდს - განახლებული ცნობები

ავტორი
Aa
როგორც მოგეხსენებათ, მადრიდის "რეალის" ფეხბურთელი ფერლან მენდი უკვე ერთი თვეა, რაც ტრავმირებულია.
ფრანგმა მარცხენა მცველმა დაზიანება კოპა დელ რეის 1/4 ფინალში მადრიდის "ატლეტიკოს" წინააღმდეგ მიიღო, რის გამოც 9 შეხვედრა გამოტოვა.
27 წლის ფეხბურთელთან დაკავშირებით გამოცემა "DiarioAS"-მა განახლებული ინფორმაცია გაავრცელა.
წყაროს ცნობით, მენდი მოედანზე დაბრუნებასთან ძალიან ახლოსაა და სავარაუდოდ იგი 2 კვირში გამოჯანმრთელდება.
ეს კი იმას ნიშნავს, რომ არის შანსი, ფრანგმა მონაწილეობა "ლივერპულთან" განმეორებით მატჩში მიიღოს, რომელიც 15 მარტს შედგება.
აქვე გეტყვით, რომ "რეალს" შემდეგი თამაში ესპანეთის თასის ნახევარფინალში კატალონიის "ბარსელონას" წინააღმდეგ ელის.
Facebook კომენტარები
ჩვენ გირჩევთ
8 თვის და 1 კვირის წინ
კვარამ რონალდუ არ დაივიწყა - რა გააკეთა ხვიჩა კვარაცხელიამ ჩემპიონთა ლიგის მოგების შემდეგ
8 თვის და 1 კვირის წინ
“მადრიდის რეალის მსგავსი არაფერია” - კარლო ანჩელოტი
8 თვის და 1 კვირის წინ
რატომ არ გამოიძახა ენდრიკი კარლომ ნაკრებში - ანჩელოტის პასუხი
8 თვის და 1 კვირის წინ
ცნობილია, სად გააგრძელბს კრიშტიანუ რონალდუ კარიერას