3 წლის და 2 თვის წინ
ცნობილია - რა თანხას გამოიმუშავებს "რეალი" კოპა დელ რეის ფინალში გასვლით

ავტორი
Aa
Diario AS-ის ცნობით, ესპანეთის სამეფო თასის საპრიზო ფონდი 26 მილიონი ევროა. ეს თანხა მონაწილეებზე იმის მიხედვით ნაწილდება, რამდენად შორს გააღწევს გუნდი ტურნირზე.
ტურნირის თითოეულ მონაწილეს 675 ათასი ევრო გარანტირებულად ერგება. "ბარსელონა", "რეალი", "ატლეტიკი" და "ოსასუნა" ნახევარფინალში გასვლისთვის კიდევ 240 ათასს მიიღებს. მაშასადამე, ნახევარფინალისტებს უკვე 915 ათასი ევრო აქვთ მოხვეჭილი.
კოპა დელ რეის ფინალისტი 2.08 მილიონ ევროს მიიღებს. სხვა ყველაფერთან ერთად, სწორედ ეს თანხა დევს სასწორზე "ბარსასა" და "რეალის" ჯახში.
აქვე გეტყვით, რომ ფინალის გამარჯვებული ბიუჯეტს 3 მილიონ ევროს შემატებს.
"სამეფო კლუბისა" და "ბლაუგრანას" დაპირისპირება თბილისის დროით 23:55 საათზე დაიწყება.
Facebook კომენტარები
ჩვენ გირჩევთ
11 თვის წინ
კვარამ რონალდუ არ დაივიწყა - რა გააკეთა ხვიჩა კვარაცხელიამ ჩემპიონთა ლიგის მოგების შემდეგ
11 თვის წინ
“მადრიდის რეალის მსგავსი არაფერია” - კარლო ანჩელოტი
11 თვის წინ
რატომ არ გამოიძახა ენდრიკი კარლომ ნაკრებში - ანჩელოტის პასუხი
11 თვის და 1 კვირის წინ
ცნობილია, სად გააგრძელბს კრიშტიანუ რონალდუ კარიერას