3 დღის და 19 საათის წინ

მორიგი დიდი დარტყმა - "რეალს" კიდევ ერთი ლიდერი გამოაკლდა

ავტორი
Aa
ბრაზილიელი თავდამსხმელი როდრიგო მადრიდის „რეალის“ უახლოეს მატჩს გამოტოვებს.
როგორც "Diario AS" იუწყება, ფეხბურთელმა ბოლო ვარჯიში სიცხითა და გაციების სიმპტომებით დაასრულა, რის გამოც კლუბმა ის განაცხადში არ შეიყვანა.
"სამეფო გუნდი" უკვე მრავალი მოთამაშის გარეშეა, მათ შორის არიან რუდიგერი, მენდი, ალაბა, კამავინგა, კარვახალი და მილიტაო.
ბუნებრივია, როდრიგოს არყოფნა დამატებით პრობლემას წარმოადგენს კარლო ანჩელოტისთვის, რომელსაც სამი ქულის მოპოვება ლა ლიგის ჩემპიონობისთვის ბრძოლაში დარჩენისთვის სჭირდება.
ტრავმიანობის ფონზე იტალიელმა სპეციალისტმა სამი ახალგაზრდა ფეხბურთელი: იაკობო, იუსი და მეკარე სერხიო მესტრე, პირველ გუნდში გამოიძახა.
აქვე გეტყვით, რომ აღნიშნული მატჩი კვირას 16:00 საათზე გაიმართება.
Facebook კომენტარები
ჩვენ გირჩევთ
4 თვის და 2 კვირის წინ

მადრიდ რეალის" სავარაუდო შემადგენლობა სევილიას" წინააღმდეგ
4 თვის და 4 კვირის წინ

"ლევერკუზენს" გიულერის დამატება სურს - როგორია "რეალის" პოზიცია ტრანსფერზე
5 თვის და 3 კვირის წინ

სავარაუდო დრო ცნობილია - როდის შეძლებს ალაბა ტრავმიდან დაბრუნებას
6 თვის და 3 კვირის წინ

“ვინისიუს ჯუნიორმა დაიმსახურა ეს…” - ტონი კროოსი კომენტარი ოქროს ბურთზე