2 დღის და 18 საათის წინ

"რეალის ოქროს თაობა ამ მწვრთნელის დროს ვიყავით" - ვარანის მოულოდნელი განცხადება

ავტორი
Aa
მადრიდის "რეალის" ყოფილმა ფეხბურთელმა, რაფაელ ვარანმა მედიასთან საინტერესო კომენტარი გააკეთა.
კერძოდ, ფრანგმა "სამეფო გუნდში" გატარებულ წლებზე და მთავარ მწვრთნელებზე ისაუბრა.
"რეალს ყოველთვის განსაკუთრებული მწვრთნელები ჰყავდა. თუმცა, ვფიქრობ, ჟოზე მოურინიომ რაღაც დიდი დაიწყო, ხოლო ანჩელოტიმ შეძლო ამ ყველაფრის მწვერვალად გადაქცევა. რაც შეეხება ზიდანის პერიოდს, ფრანგის მწვრთნელობის დროს ჩვენ ოქროს თაობა გვყავდა, რომელმაც ყველაფერი მოიგო", - თქვს ვარანმა.
ვარანს კარიერის განმავლობაში "ლანსში" , მადრიდის "რეალში" , "მანჩესტერ იუნაიტედში" და "კომოში" უთამაშია. სამეფო კლუბის მაისურით, ცენტრალურმა-მცველმა სულ 360 შეხვედრა ჩაატარა, 17 გოლი გაიტანა და 7 საგოლე გადაცემა მიიწერა.
Facebook კომენტარები
ჩვენ გირჩევთ
4 თვის და 2 კვირის წინ

მადრიდ რეალის" სავარაუდო შემადგენლობა სევილიას" წინააღმდეგ
4 თვის და 4 კვირის წინ

"ლევერკუზენს" გიულერის დამატება სურს - როგორია "რეალის" პოზიცია ტრანსფერზე
5 თვის და 3 კვირის წინ

სავარაუდო დრო ცნობილია - როდის შეძლებს ალაბა ტრავმიდან დაბრუნებას
6 თვის და 3 კვირის წინ

“ვინისიუს ჯუნიორმა დაიმსახურა ეს…” - ტონი კროოსი კომენტარი ოქროს ბურთზე