1 თვის და 1 კვირის წინ
"მოდრიჩი წავიდა, კროოსიც, რონალდუც, მაგრამ ეს უნდა ვთქვა" - ანჩელოტის კომენტარი
"მოდრიჩი წავიდა, კროოსიც, რონალდუც, მაგრამ ეს უნდა ვთქვა" - ანჩელოტის კომენტარი
ავტორი
Aa

როგორც მოგეხსენებათ, კარლო ანჩელოტიმ 24 მაისს მადრიდის "რეალის" შემადგენლობაში თავისი ბოლო მატჩი ჩაატარა. 

"რეალ სოსიედადთან" მატჩის წინ იტალიელმა სპეციალისტმა პრესკონფერენციაზე საინტერესო კომენტარი გააკეთა.

"ეპოქა მთავრდება? დიახ, შეგიძლიათ ასე იფიქროთ. ლუკა მოდრიჩი ოქროს თაობის ერთ-ერთი ბოლო წარმომადგენელია, მხოლოდ კარვახალი დარჩა. 

"ახლა კლუბმა ახალი თაობა უნდა შექმნას. ეს მადრიდის "რეალია". მოდრიჩი წავიდა, კროოსიც, კაზემიროც, კრიშტიანუც, კასილასიც, მაგრამ ეს გუნდი ყოველთვის საუკეთესოა მსოფლიოში. 

"მოდრიჩი ყველასთვის მაგალითი იყო. ის ლეგენდაა. მან შეძლო თავისი სათამაშო და პიროვნული თვისებების შერწყმა. 

"დღე ძალიან ემოციური იქნება. თუ ვიტირებ, არ დავმალავ. ამ დღეს ლუკასთან ერთად გავიზიარებ... ლეგენდასთან, ფანტასტიკურ ფეხბურთელთან. ლუკასთან დამშვიდობება მშვენიერი იქნება", - თქვა ანჩელოტიმ.


Facebook კომენტარები