1 თვის წინ

მოდრიჩის მომავალი კლუბი გაირკვა? - ბოლო ცნობები "რეალის" ლეგენდაზე

ავტორი
Aa
მადრიდის „რეალის“ ვეტერან ნახევარმცველს, ლუკა მოდრიჩს წინ საინტერესო ზაფხული ელოდება.
ჟურნალისტი სანტი აოუნას, ინფორმაციით, ხორვატ ფეხბურთელს ინტერესს უცხადებენ არაბული კლუბები "ალ-ნასრი" და "ალ-ეტიფაქი", ასევე ამერიკული "ინტერ მაიამი". ცნობილია, რომ მოდრიჩით ასევე დაინტერესებულან რამდენიმე ბრაზილიური კლუბიც.
მიუხედავად იმისა, რომ ლუკას რამდენიმე მძლავრი შეთავაზება აქვს სხვადასხვა კონტინენტიდან, მთავარი ფაქტორი შესაძლოა ოჯახის სურვილი აღმოჩნდეს.
არსებული ინფორმაციით, მოდრიჩის ოჯახის სურვილი ამ ეტაპზე სწორედ ამერიკის შეერთებული შტატებია, რაც დევიდ ბექჰემის გუნდის შანსებს ზრდის.
როგორც ირკვევა, "რეალის" ლეგენდას მომავალი, უახლოეს კვირებში გაირკვევა, როდესაც ვეტერანი ნახევარმცველი საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს.
Facebook კომენტარები
ჩვენ გირჩევთ