1 თვის წინ
ვალენსია Netflix-ის დოკუმენტური ფილმით უკმაყოფილოა – კლუბი სასამართლოში ჩივილს განიხილავს
ვალენსია Netflix-ის დოკუმენტური ფილმით უკმაყოფილოა – კლუბი სასამართლოში ჩივილს განიხილავს
ავტორი
Aa

ესპანური კლუბი „ვალენსია“ სოციალურ ქსელში ოფიციალური განცხადებით გამოეხმაურა Netflix-ის დოკუმენტურ ფილმს „ვინი ჟუნიორს“, რომელიც ბრაზილიელი ფეხბურთელის, ვინისიუს ჟუნიორის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს ასახავს. 

კლუბის განცხადებით, ფილმში არასწორად და დამახინჯებულად არის წარმოდგენილი 2023 წლის 21 მაისს, “მესტალიაზე” გამართული ვალენსიასა და რეალის მატჩის დროს განვითარებული ინციდენტი, რომელიც ვინისიუსს და მასპინძელთა ფანებს უკავშირდება. 

აღნიშნულ შეხვედრაში მონაწილეობდა ვალენსიას მეკარე გიორგი მამარდაშვილიც, რომელიც მოედანზე მომხდარი დაძაბულობის ერთ-ერთი მონაწილე გახდა. „დოკუმენტურ ფილმში ჩვენ ვხედავთ აშკარა უსამართლობასა და ტყუილს ჩვენი კლუბისა და გულშემატკივრების მიმართ. ფაქტები, რომლებიც Netflix-ის პროდუქტშია წარმოდგენილი, რეალურად არ მომხდარა. სიმართლე და ჩვენი ფანების პატივისცემა უნდა აღდგეს,“ – ნათქვამია ვალენსიას ოფიციალურ განცხადებაში.


Facebook კომენტარები