1 წლის და 1 თვის წინ
გაირკვა - როდის დაუბრუნდება ედუარდო კამავინგა მოედანს

ავტორი
Aa
ესპანური გამოცემა Marca-ს ცნობით, ედუარდო კამავინგას მდგომარეობა უმჯობესდება და არსებობს დიდი შანსი, რომ ფრანგი ნახევარმცველი მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატისთვის მზად იყოს.
მიუხედავად იმისა, რომ დაზიანების გამო კამავინგას გარკვეული დროის გამოტოვება მოუწია, სამედიცინო შტაბი ოპტიმისტურადაა განწყობილი. ფეხბურთელმა სარეაბილიტაციო პროცესი წარმატებით გაიარა და მისი დაბრუნება მოსალოდნელზე ადრეა შესაძლებელი.
შეგახსენებთ, რომ „რეალი“ მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე მონაწილეობას ივნისის შუა რიცხვებში დაიწყებს და გუნდის მთავარ გეგმებში კამავინგას ფიზიკურად მზად ყოფნა ერთ-ერთი პრიორიტეტია.
თუ აღდგენის ტემპი ასეთივე წარმატებით გაგრძელდა, ედუარდო მნიშვნელოვან ტურნირზე გუნდის დახმარებას უკვე სრულფასოვნად შეძლებს.
Facebook კომენტარები
ჩვენ გირჩევთ
1 წლის და 1 თვის წინ
კვარამ რონალდუ არ დაივიწყა - რა გააკეთა ხვიჩა კვარაცხელიამ ჩემპიონთა ლიგის მოგების შემდეგ
1 წლის და 1 თვის წინ
“მადრიდის რეალის მსგავსი არაფერია” - კარლო ანჩელოტი
1 წლის და 1 თვის წინ
რატომ არ გამოიძახა ენდრიკი კარლომ ნაკრებში - ანჩელოტის პასუხი
1 წლის და 2 თვის წინ
ცნობილია, სად გააგრძელბს კრიშტიანუ რონალდუ კარიერას