8 საათის და 48 წუთის წინ
რა მოხდა ბოლოს, როცა ხვიჩა კვარაცხელია მადრიდის "რეალს" შეხვდა
რა მოხდა ბოლოს, როცა ხვიჩა კვარაცხელია მადრიდის "რეალს" შეხვდა
ავტორი
Aa

როგორც მოგეხსენებათ, მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის 1/4-ფინალში "პსჟ"-მ მიუნხენის "ბაიერნი" 2:0 დაამარცხა და ტურნირის ნახევარფინალში გავიდა.

აღსანიშნავია, რომ ხვიჩა კვარაცხელიასა და თავისი თანაგუნდელების შემდეგი მეტოქე მადრიდის "რეალი" იქნება, რომელმაც ბორუსიას დორტმუნდი 3:2 დაამარცხა.

საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ ქართველ შემტევს თავის ოცნების გუნდთან ორჯერ აქვს ნათამაშები.

ბოლოს ეს 2023 წლის 30 ნოემბერს მოხდა, სადაც მადრიდელებმა "სანტიაგო ბერნაბეუზე" 4:2 გაიმარჯვეს.

აღნიშნულ დაპირისპირებაში "თეთრების" მხრიდან გოლები, როდრიგომ, ჯუდ ბელინგემმა, ნიკო პასმა და ხოსელუმ გაიტანეს, ხოლო ნეაპოლელებიდან თავი ჯოვანი სიმეონემ და ზამბო ანგისამ გამოიჩინეს. 

აქვე გეტყვით, რომ კვარასა და "რეალს" შორის მორიგი ჯახი 9 ივლისს ჩვენი დროით 23:00 საათზე შედგება.





Facebook კომენტარები