1 თვის და 1 კვირის წინ
შეთანხმება შედგა - ვინ დატოვა მადრიდის "რეალის" რიგები
შეთანხმება შედგა - ვინ დატოვა მადრიდის "რეალის" რიგები
ავტორი
Aa

მადრიდის რეალის შემტევი ვიქტორ მუნიოსი კარიერას ოსასუნაში გააგრძელებს.

ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, ორ კლუბს შორის შეთანხმება შედგა.

პამპლონური კლუბი რეალს 21 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ 6 მილიონ ევროს მიიღებს და მომავალი გაყიდვიდან თანხის 50% ერგება.

მუნიოსის დებიუტი რეალის პირველ გუნდში ამ სეზონის ელ კლასიკოში შედგა, რომელიც რეალმა 3:4 წააგო.

ბოლო წუთებზე ფეხბურთელს გოლის გატანის კარგი შანსი ჰქონდა, რომელიც ვერ გამოიყენა. ამის გამო, მას მადრიდული ქომაგების რისხვა დაატყდა თავს და მას სოციალურ ქსელებში კომენტარების გათიშვაც კი მოუწია. 


Facebook კომენტარები