14 საათის და 13 წუთის წინ
პრობლემა, რომლის წინაშე კარლო ანჩელოტის შემდეგ უკვე ჩაბი ალონსოც დადგა
პრობლემა, რომლის წინაშე კარლო ანჩელოტის შემდეგ უკვე ჩაბი ალონსოც დადგა
ავტორი
Aa

Marca-ს ინფორმაციით, მადრიდელთა დამრიგებელმა, ჩაბი ალონსომ, უკვე პირველივე დღეებიდან იმავე საკვანძო პრობლემა დაინახა, რომელსაც ადრე კარლო ანჩელოტი უსვამდა ხაზს.

ალონსოს თქმით, გუნდმა უნდა ისწავლოს მუშაობა როგორც ერთიანმა ორგანიზმმა და არა ინდივიდუალურად. 

ის მიიჩნევს, რომ გუნდში უამრავი მაღალი კლასის ფეხბურთელია, თუმცა წარმატებისთვის აუცილებელია, რომ თითოეული მათგანი საერთო ტაქტიკურ სისტემაში იდეალურად ჩაჯდეს და გუნდური თამაშის პრინციპები დაიცვას.

ესპანელი სპეციალისტი გეგმავს, მომდევნო ვარჯიშები სწორედ ამ საკითხის გაუმჯობესებაზე კონცენტრირდეს, რათა „სამეფო კლუბმა“ სათამაშო მონოლითურობა რაც შეიძლება მალე დაიბრუნოს.


Facebook კომენტარები