11 საათის და 46 წუთის წინ
ჩაბი ალონსოს ახალი გეგმა, რომელსაც იგი "რეალში" გატესტავს
ჩაბი ალონსოს ახალი გეგმა, რომელსაც იგი "რეალში" გატესტავს
ავტორი
Aa

მადრიდის "რეალის" ახალმა მთავარმა მწვრთნელმა, ჩაბი ალონსომ უკვე მიიღო სტრატეგიული გადაწყვეტილება – მადრიდული გრანდი ახალ სეზონში ორ თავდამსხმელზე დაფუძნებული სისტემით ითამაშებს, იტყობინება გამოცემა "DiarioAS"-ი.

ეს ნაბიჯი ნიშნავს იმას, რომ „ბლანკოსის“ შეტევითი სტილი კიდევ უფრო გაძლიერდება, ხოლო გუნდის ტაქტიკა ორი კლასიკური ფორვარდის კომბინაციაზე იქნება აგებული. 

აღნიშნული სქემა განსხვავდება კარლო ანჩელოტის ბოლო წლებში დამკვიდრებული ტაქტიკებისგან, სადაც გუნდი ძირითადად ერთი ცრუ ცხრიანით ან ცენტრალური ფორვარდით თამაშობდა.

ესპანელი სპეციალისტის გეგმაშია ბალანსის დაცვა შეტევასა და დაცვას შორის, თუმცა მისთვის პრიორიტეტი იქნება შემტევი ფეხბურთი და კოლექტიური პრესინგი, რაც ორ ფორვარდიან სისტემასთან სრულად თავსებადია.

ალონსოს გეგმები უკვე ინტერესს იწვევს როგორც გულშემატკივრებში, ასევე ანალიტიკოსებში – ბევრისთვის გასაგები ხდება, რომ მადრიდელები ტაქტიკურად სრულიად ახალ სისტემას ქმნიან.


Facebook კომენტარები