2 დღის და 17 საათის წინ
"რეალმა" გადაწყვიტა - ჩაბი ალონსოს სურვილი, რომელიც არ შესრულდება
"რეალმა" გადაწყვიტა - ჩაბი ალონსოს სურვილი, რომელიც არ შესრულდება
ავტორი
Aa

მადრიდის „რეალში“ ზაფხულის ტრანსფერების ფაზა, როგორც ჩანს, დასასრულს უახლოვდება. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა AranchaMOBILE ავრცელებს.

წყაროს მიხედვით, სამეფო კლუბი ამჟამად საკუთარ შემადგენლობას სრულად ჩამოყალიბებულად მიიჩნევს და მოლაპარაკებებს ახალი მოთამაშეების თაობაზე არ აწარმოებს. ეს იმას ნიშნავს, რომ ახლადდანიშნულ მთავარ მწვრთნელს, ჩაბი ალონსოს, არსებული რესურსით მოუწევს მუშაობა.

ალონსოსთვის ეს შესაძლოა გარკვეული გამოწვევაც იყოს, რადგან ცნობილია, რომ 43 წლის სპეციალისტს ცენტრალური ნახევარმცველის დამატება სურდა, თუმცა კლუბის ხელმძღვანელობა მიიჩნევს, რომ არსებული ბალანსი საკმარისია ყველა ტურნირისთვის საბრძოლველად.

შეგახსენებთ, რომ მადრიდულ გრანდს უკვე შეუერთდნენ გონსალო გარსია, ტრენტ ალექსანდერ-არნოლდი, ფრანკო მასტანტუონო და დანიეალ ჰუისენი.

კლუბი ფოკუსირებულია იმაზე, რომ ალონსოს სისტემაში მოთამაშეები ეფექტურად შეეწყონ და ერთიან სისტემად იმუშაონ — როგორც ამის საჭიროებაზე თვითონ ესპანელი სპეციალისტი ბოლო პერიოდში ხშირად საუბრობდა.


Facebook კომენტარები