1 დღის და 8 საათის წინ

"რეალმა" როდრიგოს თაობაზე გადაწყვეტილება მიიღო

ავტორი
Aa
გამოცემა Diario AS-ის ცნობით, მადრიდის „რეალს“ ბრაზილიელი ვინგერის, როდრიგოს გაყიდვა არ განუხილავს და კლუბის გეგმებში ფეხბურთელის შენარჩუნება კვლავაც პრიორიტეტულია.
სამეფო კლუბი მხოლოდ ერთ შემთხვევაში განიხილავს 23 წლის შემტევის ტრანსფერს – თუ რომელიმე ტოპ-კლუბი მის სანაცვლოდ 90 მილიონ ევროს გადაიხდის.
შეგახსენებთ, რომ როდრიგო „რეალში“ 2019 წელს სანტოსიდან გადავიდა და მას შემდეგ თანდათან მნიშვნელოვანი როლი მოიპოვა მადრიდელთა შემადგენლობაში. მიუხედავად იმისა, რომ გუნდში მაღალი კონკურენციაა, „ბლანკოსს“ მასზე კვლავ დიდი იმედები აქვს.
ამ დროისთვის, როგორც იუწყებიან, არც ერთი ოფიციალური შეთავაზება არ შესულა და კლუბში დარწმუნებულნი არიან, რომ ფეხბურთელი დარჩება და ჩაბი ალონსოს პროექტის მნიშვნელოვან ნაწილად იქცევა.
Facebook კომენტარები
ჩვენ გირჩევთ
2 თვის წინ

კვარამ რონალდუ არ დაივიწყა - რა გააკეთა ხვიჩა კვარაცხელიამ ჩემპიონთა ლიგის მოგების შემდეგ
2 თვის წინ

“მადრიდის რეალის მსგავსი არაფერია” - კარლო ანჩელოტი
2 თვის წინ

რატომ არ გამოიძახა ენდრიკი კარლომ ნაკრებში - ანჩელოტის პასუხი
2 თვის და 1 კვირის წინ

ცნობილია, სად გააგრძელბს კრიშტიანუ რონალდუ კარიერას