1 დღის და 14 საათის წინ
საუდის არაბეთის კლუბები "რეალის" ორი ფეხბურთელით დაინტერესდნენ
საუდის არაბეთის კლუბები "რეალის" ორი ფეხბურთელით დაინტერესდნენ
ავტორი
Aa

ესპანურ გამოცემა Marca-ს ინფორმაციით, საუდის არაბეთის კლუბები ყურადღებით აკვირდებიან მადრიდის „რეალის“ ორ ფეხბურთელს — დანი სებასოსსა და დავიდ ალაბას. 

მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალური შეთავაზებები ამ ეტაპზე არ გაკეთებულა, წყაროები აღნიშნავენ, რომ ორივე ფეხბურთელის მიმართ რამდენიმე საუდურ კლუბს აქვს სერიოზული ინტერესი.

სამეფო კლუბის პოზიცია განსხვავებულია: სებასიოსის გაყიდვა მხოლოდ მაშინ განიხილება, თუ კლუბი შეძლებს შესაბამისი დონის შემცვლელის მოძებნას, ხოლო ალაბას შემთხვევაში თავად ავსტრიელი მცველი არ აპირებს ზაფხულში გუნდის დატოვებას და სურს კარიერის დასრულებამდე მაღალ დონეზე კონკურენციის გაწევა ევროპაში.

საუდის არაბეთის ჩემპიონატი ბოლო წლებში აქტიურად ცდილობს ტოპ-ფეხბურთელების გადაბირებას და ფინანსური პირობებით მათთვის კონკურენტული გარემოს შექმნას. 

თუმცა, ალაბასა და სებასიოსის შესაძლო ტრანსფერები ამ ეტაპზე მხოლოდ ინტერესი და მოლაპარაკებების დასაწყისი ეტაპია.



Facebook კომენტარები